ჩატარებული ღონისძიებები

13 იანვარი 2022

კურატორის ტური: მხატვარი და ეპოქა - შალომ კობოშვილი 145

13 იანვარს, 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შალომ კობოშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ებრაული კულტურის და შალომ კობოშვილის შემოქმედების მკვლევართან, ლელა წიწუაშვილთან.    
27 ნოემბერი 2021

მიშა სვანიძის ქანდაკება - პერფორმანსი ეროვნული გალერეის ეზოში

პროექტის „18 მხატვრის ინტერვენცია კულტურის სამინისტროში“ ფარგლებში შეიქმნა მხატვარ მიშა სვანიძის ქანდაკება. პროექტის იდეაა წარმოაჩინოს ინსტიტუციის პოზიცია და თანამედროვე ხელოვნების აქტუალურობის საკითხი.
27 ნოემბერი 2021

საგანმანათლებლო პროგრამა - „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი, პროგრამის - „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“ ფარგლებში, აგრძელებს თანამშრომლობას მარნეულის „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან“ (MIM - New Thinking Institute). 
20 ნოემბერი 2021

საგანმანათლებლო პროგრამა - „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი აგრძელებს პროგრამას „კულტურა, მემკვიდრეობა და განათლება მუზეუმში“ ექსეტერის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით და ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს დაფინანსებით (AHRC). პროგრამა ხორციელდება პროექტის - „საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საქმიანობაში მონაწილეობის გაფართოება და ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში.
12 ნოემბერი 2021

„არქეოლოგიური გათხრების კვალდაკვალ“ - სემინარი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

12-14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა სემინარი „არქეოლოგიური გათხრების კვალდაკვალ“.
07 ნოემბერი 2021

დავით მიქელაძის საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს

ექიმმა დავით მიქელაძემ, ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა რუსუდან დედოფლის ვერცხლის დრამა. მონეტა მოჭრილია 1230 წელს.
04 ნოემბერი 2021

ლექცია-ტური "პომპეის მოქალაქეები: დამარხული ქალაქის აღდგენილი ყოფა-ცხოვრება"

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მანანა ოდიშელთან. ლექცია-ტური ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს.
22 ოქტომბერი 2021

სამკაული პომპეიდან და იბერიული ოქრომჭედლობა - ნინო ლორთქიფანიძის ლექცია-ტური

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ანტიკური კულტურის მკვლევართან, არქეოლოგ ნინო ლორთქიფანიძესთან.
21 ოქტომბერი 2021

ფინურ-კავკასიურ შემოქმედებით ფორუმი

შემოქმედებითი კავკასია წარმოგიდგენთ ფინურ-კავკასიურ შემოქმედებით ფორუმს ბოლნისის მუზეუმში. პროექტი აერთიანებს კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და ფინეთიდან. ფორუმი წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას.
08 ოქტომბერი 2021

"ასჯერ დაეცა თბილისი და..." - ციკო ჯანყარაშვილის ტური

8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ ფარგლებში, გაიმართება მეორე შეხვედრა  გამოფენის თანაკურატორთან, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილთან.
24 სექტემბერი 2021

"ასჯერ დაეცა თბილისი და..." - ციკო ჯანყარაშვილის ტური

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ ფარგლებში, გაიმართება კურატორის ტური, რომელსაც გაუძღვება გამოფენის თანაკურატორი, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილი.
08 აგვისტო 2021

კურატორის ტური: „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი"

8 აგვისტოს, 13:00 საათზე, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ფარგლებში, გთავაზობთ კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.