https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share
26.04.2024

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა 2023 წლის ან

2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა წლიური საანგარიშო კონფერენცია, რომელიც გაიხსნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელ ნინო გედევანიშვილის მოხსენებით
14.02.2024

"იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-18 ნომერი. 2024წ.
15.12.2023

ძვირფასი ლითონების ფონდის პირველი კოლექციები კავკასიის მუზეუმიდან. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

კავკასიის მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა 1852-1919 წლებში.
14.06.2023

კრებ. „კავკასიის არქეოლოგიის საკითხები“ თბ. 2021. ISBN 978-9941-490-48-4.

კრებული ეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გელა გამყრელიძის დაბადებიდან 70-ე წლის იუბილეს.
14.06.2023

გელა გამყრელიძის წიგნი - “კოლხოლოგიური ნარკვევები”, II. 2012.

წიგნში ძველი საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგია-ისტორიის პრობლემური, სადისკუსიო საკითხებია განხილული.
08.06.2023

დოღლაურის სამაროვანი ძვ.წ. XV-VIII საუკუნეები. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

დოღლაურის სამაროვანი საქართველოსა და კავკასიაში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ობიექტია.
05.06.2023

ჟურნალი "იბერია-კოლხეთი", მე-17 ნომერი. 2023წ.

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-17 ნომერი. 2023წ.
04.05.2023

იბერია-კოლხეთი #16

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-16 ნომერი. 2021წ. (რედ. - გელა გამყრელიძე).
21.04.2021

ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში ( ნეოლოთის ხანიდან ადრეფეოდალურ ხანამდე)

წიგნში განხილულია წინაქრისტიანული და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს მცირე და მონუმენტური ქანდაკების ნიმუშები.შეძლებისდაგვარად დადგენილია ის რთული გზა, რომელიც განვლო ადამიანის მხატვრულმა სახემ ქვემო ქართლის ნეოლითის თიხის ნაძერწი ქალის ფიგურებიდან ადრეფეოდალურ საკულტო მემორიალური ძეგლების რელიეფურ გამოსახულებამდე და საფასადო მონუმენტურ პორტრეტამდე.
08.03.2021

სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან

სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან კატალოგი
06.03.2021

სტატია: მარგო ლორთქიფანიძე - გლიპტიკის შესწავლის ფუძემდებელი საქართველოში

ავტორი: ანა ჭყონია. მარგო (მარგარიტა) ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში გლიპტიკური მეცნიერების ჩამოყალიბება და განვითარება; ის სრულიად სამართლიანად ითვლება ამ საკმაოდ რთული მეცნიერული დარგის ფუძემდებლად.
05.03.2021

ასჯერ დაეცა თბილისი და...

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ წარმოადგენს თბილისის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულ ნამუშევრებს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში მომზადდა ციფრული კატალოგი.
https://www.traditionrolex.com/9