Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

#ბავშვებისთვის - ვანის მუზეუმი

 15/11/2020

გიზიარებთ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების მიხედვით შექმნილ გასაფერადებლებს. 

ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის მუზეუმი წარმოაჩენს მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის - კოლხეთის სამეფოს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის და ელინისტურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სატაძრო ქალაქის რვასაუკუნოვანი განვითარების ყველა ეტაპს. ვრცლად გამოფენის შესახებ

ჩამოტვირთე - ყველა გასაფერადებელი ერთად
ამობეჭდე ან გახსენი Paint-ში.  

არწივი. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნე - ჩამოტვირთე

სასაკმევლე სპილოს თავის გამოსახულებებით - ჩამოტვირთე 

ნიკე. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარი - ჩამოტვირთე 

სავარძელში მჯდარი მამაკაცი ყანწით ხელში - ე.წ. თამადა. ბრინჯაო. ძვ.წ. VII-VI საუკუნეები - ჩამოტვირთე

დოქი (ოინოხოა). მინა. ძვ.წ. V-IV საუკუნეები - ჩამოტვირთე