Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

შეხვედრა მხატვარ ზურა აფხაზთან

 07/08/2022

7 აგვისტოს 16:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მულტიმედიური გამოფენის „ქვების ხმაური“ დახურვის დღეს გაიმართება შეხვედრა ზურა აფხაზთან. 

„შეხვედრა მხატვრებთან“ ეროვნული გალერეის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამების შემადგენელი ნაწილია. ასეთი შეხვედრების სერია საშუალებას აძლევს აუდიტორიას, პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ მხატვართან საუბრის პროცესში.

მოდერატორი ნინო გედევანიშვილი

დასწრება თავისუფალია

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 157300