Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ზაფხულის საღამოები დმანისში: „მეცნიერების კვალდაკვალ“

 19/07/2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დმანისის საველე სკოლა წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების საღამოებს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში.

პროგრამა მოიცავს:

  • საინტერესო ტურს დმანისის ნაქალაქარსა და არქეოლოგიურ ძეგლზე 
  • საჯარო ლექციების ციკლს მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ 
  • საღამოს კოქტეილს 
  • კომფორტულ მგზავრობას: თბილისი-დმანისი-თბილისი

პირველ ლექციას, 26 ივლისს, წაიკითხავს ანთროპოლოგი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ადამიანის ევოლუციის ისტორიის კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროფესორი, სმითსონიანის ინსტიტუტის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი, დოქტორ ბერნარდ ვუდი. ლექციის თემაა "გვარი ჰომოს წარმოშობა"დოქტორ ვუდი არის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი გვარი ჰომოს ტაქსონომიაში, მისი კვლევის ძირითადი საგანია უმაღლესი პრიმატების, კერძოდ კი ჰომინინების ევოლუცია. ის არის 8 წიგნის, 162 სტატიისა და წიგნის თავის, 138 მოხსენებისა და პოსტერის, 97 წიგნის მიმოხილვისა და 2 ელექტრონული მონაცემთა ბაზის ავტორი და თანავტორი.

2006 - Miller, B.D., B. Wood, A. Balkansky, J. Mercader, M. Panger. Anthropology: The Study of Humanity.[Four-field textbook] Boston: Allyn & Bacon.2006 - Klenerman, L. and B. Wood. The Human Foot: A Companion to Clinical Studies. London: Springer-Verlag.2005 - Wood, B. Human Evolution: A Very Short Introduction. New York: Oxford University Press.1991 - Wood, B. Koobi Fora Research Project. Volume 4: Hominid Cranial Remains. Oxford: ClarendonPress.

დოქტორ ბერნარდ ვუდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://home.gwu.edu/~bwood/ 

დაუახლოვდით მეცნიერებას - გაატარეთ სასიამოვნო საღამო დმანიში!პროგრამაში მონაწილეობის საფასურია: 50 ლარი დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 23 ივლისი, 2011წ.

მსურველებმა მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: dmanisifieldschool@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:(+995) 593 515236 - ანი მარგველაშვილი(+995) 571 080055 - ლიკა სირაძედმანისის

მუზეუმ-ნაკრძალზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.museum.ge/web_page/geo/index.php?id=8