Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული - ნინო ქავთარაძის ლექცია

 15/03/2021

ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილესა და ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის, ნინო ქავთარაძის ლექციას - ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული".

ღონისძიებას წარადგენს ეროვნული გალერეის მმართვლი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკა კიკნაძე.

ლექციაზე განხილული იქნება ქართველი მხატვრის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს ხელოვანის - ლადო გუდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, რომელმაც უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაზე. საუბარი იქნება ამავე პერიოდის პარიზზე, როგორც კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრზე, ქალაქზე, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო ხელოვანთა კულტურულ თავშესაფარს; ფრანგულ ენაზე, რომელიც ახერხებდა შემოეკრიბა და დაეახლოვებინა მსოფლიოს საუკეთესო მწერლები, პოეტები, მხატვრები; XX საუკუნის დასაწყისის ლიტერატურისა და ხელოვნების მიმდინარეობებზე, რომლებიც აკავშირებდა და აყალიბებდა მსოფლიო ხელოვანთა გემოვნებასა თუ მხატვრულ ესთეტიკას; ლადო გუდიაშვილზე, რომელიც თავისი თვითმყოფადობითა და ორიგინალური ხედვით იპყრობდა იმ პერიოდის საზოგადოების ყურადღებას.  

კულტურული ურთიერთობების ამ ტრადიციებს აგრძელებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნებს შორის უნივერსალური პროგრამების თანაარსებობას, ადამიანის უფლებებისა და იმ ფასეულობების დაცვას, რომელიც ეხმარება მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებას, კულტურული მრავალფეროვნების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.

ლექცია გაიმართება 19 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზიდან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე. დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3bMwj1y

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს.

დასწრება თავისუფალია.