Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ლექცია ,,კანდინსკი და „პირველი აბსტრაქცია“.

 11/12/2013

2013 წლის 12 და 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ქეთევან კინწურაშვილის ლექციებზე - ,,კანდინსკი და პირველი აბსტრაქცია".

დარბაზში წარმოდგენილი იქნება კანდინსკის სამი ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებს ვასილი კანდინსკის (1866-1944) შემოქმედების და ცხოვრების, ზოგადად აბსტრაქციის და წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.

ლექციები ტარდება გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის - "საუბრები მუზეუმზე" - ფარგლებში.

ლექციებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.