Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

„პრეისტორიული თამაშები“ დმანისში

 09/08/2013

2013 წლის 10 აგვისტოს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდენთ სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას „პრეისტორიული თამაშები“ დმანისის მუზეუმ–ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებისა და სამუზეუმო ცხოვრების პოპულარიზაციას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში იგეგმება შეჯიბრი პრეისტორიული შუბის ტყორცნაში. სტუმრებს აგრეთვე შესაძლებლობა ექნება გაეცნონ ქვის იარაღების დამზადების პროცესს. 

”პრეისტორილი თამაშების” დმანისში ჩატარება სიმბოლურია, რამეთუ დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. 2009 წლიდან დამთვალიერებელს დმანისის განახლებული მუზეუმი მასპინძლობს. ის პირველი მუზეუმია საქართველოში, რომელიც არქეოლოგიური გათხრების უბანზეა გამართული. აქ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებს, გახდეს ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე და მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ.