ბორდოში არსებული ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა

15 დეკემბერი 2015 - 12 აპრილი 2017
Share

2015 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ბორდოში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოში არსებულ ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდს შორის. 

აღნიშნული ფონდი წარმოადგენს ღვინის მსოფლიო ფორუმს, რომლის მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყნებს დაეთმობა, მათ შორის, რა თქმა უნდა იქნება საქართველოც.

აღნიშნული ფონდი, რომელსაც „ღვინის ქალაქადაც" მოიხსენიებენ, თავისი კონცეფციით აერთიანებს, როგორც საგამოფენო, ასევე კომერციულ და შემეცნებით-გასართობ სივრცეებს. ფონდის მარანში წარმოდგენილი იქნება ოთხმოცი ქვეყნის ღვინის მდიდარი კოლექცია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობის კონტექსტში, 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის ფორუმის დროებითი საგამოფენო სივრცე მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ახლადგახსნილი სამუზეუმო სივრცის ერთ-ერთი პირველი გამოფენა, რომელიც საქართველოს წარმოაჩენს როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.