18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე

18 მაისი 2018 - 18 მაისი 2018
Share

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა!

1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია!

ჩვენი მუზეუმები: https://bit.ly/2k4BAWN

მიმდინარე გამოფენების გარდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს:

► ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (შოთა რუსთაველის გამზ. 3)

12:00 საათი: „აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში"

14:00 საათი: „ფაუნის მრავალფეროვნება"

► დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზ. 11)

12:00 საათი: აღმოვაჩინოთ ამოღებული დეტალები ფიროსმანის ნამუშევრიდან „ვირის ხიდი"

15:00 საათი: შემეცნებით-გასართობი თამაში ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრების მიხედვით

► ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა (სიონის ქ.  8)

15:00 საათი: „მუზეუმი-ჯადოსნური სამყარო"

პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ნომერზე: 2 93 16 52

► სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი.

12:00  და 15:00 საათი: ორიგამის ვორქშოფები გამოფენის „იაპონიის თოჯინები“ ფარგლებში

პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია!