კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

წელი: 2019
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

ნაშრომში განხილულია წინაისტორიული და ისტორიული კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების წარმოქმნა-განვითარების პრობლემური საკითხები. მოცემულია სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიის რეგიონებში მეტალურგიის ნედლეულის ბაზის, სპილენძის, დარიშხან-ანთიმონის გავრცელების, აგრეთვე ნიკელისა და კალის საბადოთა გამოყენების მონაცემთა ტექნიკურ-ტექნოლოგიური დახასიათება; განსაზღვრულია მცირე კავკასიონისა (ჭოროხის აუზი, აჭარა-გურიის) და ცენტრალური კავკასიონის (აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის) მთიან ზოლში ფუნქციონირებადი სამთო-მეტალურგიული ცენტრების ისტორიულ-ტექნოლოგიური და საწარმოო შესაძლებლობები.

 

ავტორები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. გივი ინანიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლერი ჯიბლაძე

რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ მახარაძე

რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვაჟა სადრაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი

წიგნის ელექტრონული ვერსიის სანახავად გადადით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე - ნახვა