Yerevan Khanate

წელი: 2019
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

ნაშრომი ერევნის სახანოს ისტორიასა და მის კულტურულ მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს.

 

ნაშრომში მოკლედაა მიმოხილული XVI-XIX საუკუნეების ირანის პოლიტიკური მდგომარეობა, ერევნის სახანოს შექმნის ისტორია და მისი მმართველები, ერევნის სახანოს მოსახლეობა, ერევნის სახანოსა და კართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობა, ერევნის სახანოს კულტურული მემკვიდრეობა. ნაშრომს ახლავს მდიდარი საილუსტრაციო მასალა, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ესაა ყაჯარული ეპოქისათვის დამახასიათებელი ერევნის სახანოს კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშები, რომლის დიდი ნაწილი პირველად შემოვიდა სამეცნიერო მიმოქცევაში.

 

ნაშრომის ავტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე.

ნაშრომი აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე 2019 წელს ბაქოში გამოიცა. მოიცავს 200 გვერდს მდიდრული ილუსტრაციებით.