იბერია-კოლხეთი N 11

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის ,,იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-11 ნომერი. მთავარი რედაქტორი გელა გამყრელიძე. 

 

ჟურნალში განხილულია ინფორმაცია უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხები. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: საქათველოს გლიპტიკური ძეგლები; კოლხეთის სამეფო და ირანი ძვ.წ. V_IV სს-ში; ორგანყოფილებიანი ღუმელი მცხეთიდან; V საუკუნის სახლი მცხეთიდან; რკინის საბრძოლო იარაღები ძვ.წ. VI-III სს. არაგვის ხეობაში; მცხეთის ანტიკური პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლები; 2013-2015 წლების არქეოლოგიური გათხრები დედოფლის გორაზე და სხვ.

 

ჟურნალი შეგიძლიათ შეიძინოთ ეროვნული მუზეუმის წიგნების მაღაზიაში.

 

ელ-რესურსი (pdf)-გელა გამყრელიძე 

დოკუმენტი: ჟურ. იბერია-კოლხეთი N 11 (pdf) - მუზეუმის გამოცემა