ქართული მეტალურგიის სათავეებთან

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

ავტორი გივი ინანიშვილი.
(რედაქტორი გელა  გამყრელიძე).
ნაშრომში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი, კომპლექსურად შესწავლილი მეტალურგიული წარმოების ძეგლები, რომლებიც ქართველთა წინაპარი მოდგმის, თუბალ კაინთა - „კვერით ხუროთა, რკინისა და რვალის მჭედელთა" მრავალსაუკუნოვან მატიანეს უკავშირდება და მათი შემოქმედების ნაკვალევს დღემდე ინახავს.

 

ძვ.წ. IV-I ათასწლეულების პერიოდში ფუნქციონირებადი უძველესი მეტალურგიული ცენტრები, ადგილობრივი სპილენძის, დარიშხნის, ანთიმონის, რკინის, ვერცხლის, ოქროს და პოლიმეტალურ საბადოთა გადამუშავებით, მაღალხარისხოვანი სპილენძ-ბრინჯაოს და რკინა-ფოლადის ხელადს ამზადებდნენ, ძვირფას ლითონთა მაღალმხატვრულ შედევრებს ქმნიდნენ.

 

მოცემულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ბრინჯაო-რკინისა და ანტიკური ხანის ლოკალურ კულტურათა განვითარების თითოეულ ეტაპზე, ცალკეული მეტალურგიული კერებისა და გაერთიანებული მეტალურგიული ცენტრების ჩამოყალიბების ისტორიული სურათი, რაც გამოკვლეული ობიექტების სამუშაო ორგანიზაციისა და წარმოების ტექნიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლების მეცნიერულ-ექსპერიმენტული ანალიზით იყო შესაძლებელი.

 

უძველესი მეტალურგიული წარმოების ინტერდისციპლინარულმა შესწავლამ ცხადყო მატერიალური კულტურის ძეგლთა კვლევის შედეგების სრული შესაბამისობა დღემდე არსებული წერილობითი წყაროების მონაცემებთან.

 

დოკუმენტი: ქართული მეტალურგიის სათავეებთან