ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ

წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

წიგნში მოცემულია საქართველოში არქეოლოგიის განვითარების ისტორია,  განხილული ორგანიზაციული განვითარების გზა  და გამოყოფილია მისი განვითარების ეტაპები. წიგნში განთავსებულია არქეოლოგიური მასალის ფერადი ილუსტრაციები.  

 

პირველი გათხრა, რომელიც მეცნიერულ მიზნებს ისახავდა, 1852 წელს ნაქალაქარ უფლისციხეში ჩატარდა. აქ გათხრებს აწარმოებდა დიმიტრი  მეღვინეთუხუცესიშვილი. 1852 წელს თბილისში მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ეთნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და არქეოლოგიური განყოფილებებისაგან შედგებოდა. 1873 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. საქართველოში გეგმაზომიერმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიიღო. ამ დროისათვის გათხრები ჩატარდა გრემში, რუსთავში, ხოვლეში, უჯარმაში, თბილისში, საგარეჯოში, ბოლნისში, ურბნისში, ეშერაში, შორაპანში, კლდეეთში, საკაჟიაში, ბრილში, ანაკლიაში, ქობულეთ-ფიჭვნარში, ურეკში, ყულევში, ბიჭვინთაში, სოხუმში და სხვ. საქართველოს არქეოლოგთა ყველა თაობის წვლილი და დამსახურებაა თანამედროვე ქართველოლოგიის ერთ-ერთი დარგის ქართული არქეოლოგიის საყოველთაოდ ცნობილი წარმატებები. არქეოლოგიური კვლევის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია ადამიანის ცხოვრების ამსახველი ყველა საფეხურის ძეგლები. ამ წარმატებების უტყუარი მოწმობაა რამდენიმე ათასი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია, რომლებიც ქართველმა არქეოლოგებმა გამოაქვეყნეს.

 

ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ (pdf)

 

1. ელ-რესურსი (pdf)-გელა  გამყრელიძე 

2. ელ-რესურსი (pdf)-გელა  გამყრელიძე