ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2014 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

საგანმანათლებლო პროგრამები აპრილი–ივნისი 2014

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2014 წლის აპრილი-ივნისის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი.

2014 წელი

საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი

2014 წლის იანვარი-მარტის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი.

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ინგლისურენოვანი გამოცემების კატალოგი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან აქ დაცულია მრავალი ძველი, უნიკალური წიგნი თუ პერიოდული გამოცემა. მათი თავმოყრა და აქ დაუნჯება ბიბლიოთეკის არაერთი თაობის თანამშრომელთა შრომის შედეგია.

2013 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

ბროშურა–საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბროშურაში გაეცნობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებსა და სამეცნიერო ცენტრებს, რესტავრაცია–კონსერვაციის ცენტრისა და ხელოვნების ნიმუშთა საცავის შექმნის გეგმას და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო გამოფენებსა და საგანმანათლებლო პროექტებს. 

2013 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იბერია-კოლხეთი #9

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის იბერია-კოლხეთის (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-9 ნომერი

2013 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

„ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ერთობლივი წიგნი - "ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი" (740გვ.; თბ. 2013), რომლის შექმნაზეც მეცნიერები 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ლექსიკონი შედგება წინასიტყვაობის, საძიებელს, ანბანზე დალაგებული სტატიების, ბიბლიოგრაფიისა და შემოკლებათა განმარტებებისაგან.