ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2017 წელი
პერიოდიკა

იბერია - კოლხეთი №13

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის ,,იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-13 ნომერი (რედაქტორი - გელა გამყრელიძე). 

2016 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

”სამხრეთ კავკასია და ეგეოსური სამყარო”

კრებული გამოიცა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და იტალიის სამეცნიერო კვლევების ფონდის ერთობლივი პროექტის გარგლებში.სიმპოზიუმზე "სამხრეთ კავკასია და ეგეოსური სამყარო" არქეოლოგიური მასალაზე დაყრდნობით განხილულია სამხრეთ კავკასიისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის საკითხები. კრებულის მიზანს წარმოადგენს სიმპოზიუმზე წარდგენილი მოხსენებები გააცნოს ფართო საზოგადოებას. 

 

 

2016 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იბერია-კოლხეთი N 12

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-12 ნომერი. (მთ. რედაქტორი გელა გამყრელიძე).