„აღმოაჩინე კავკასიის საოცარი ბუნება“

01 აპრილი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ გამოფენის „კავკასიის ბიომრავალფეროვნების“ ფარგლებში შექმნილ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს. 

თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ გამოფენაზე წარმოდგენილია კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება: გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები, რომლებიც სრულყოფილად ასახავენ საქართველოს და ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორასა და ფაუნას.

საგანმანათლებლო პროგრამა - აღმოაჩინე კავკასიის საოცარი ბუნება

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან კავკასიის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის, გამოფენაზე წარმოდგენილ გეოლოგიურ, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ კოლექციებს. მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის შემეცნებით აქტივობას: კავკასიის და საქართველოს რუკებზე ცხოველთა და მცენარეთა გავრცელების არეალების მონიშვნას, აგრეთვე საქართველოს  ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი მცენარეებისაგან ჰერბარიუმის დამზადებას.

პროგრამა განკუთვნილია: 6-15 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

პროგრამის საფასური: 60 ლარი

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, გამოფენა ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება’’,  საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი.

პროგრამის ავტორი: მაია ინწკირველი 

პროგრამის ჩატარების დრო: (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 14:00-დან 16:00 საათამდე)

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: მაია ინწკირველი - 551 22 56 12;