ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია 2018

17 სექტემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება  და  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასთან არსებული ხელოვნების სტუდია, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აცხადებს მოსწავლეების მიღებას განახლებული პროგრამით

ხელოვნების ისტორია ეროვნული გალერეის ექსპონატების მიხედვით.

ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრებს. დროებითი საგამოფენო სივრცე კი ეთმობა ქართულ და საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტებს.

ყოველი შეხვედრა დაგეგმილია გალერეის დარბაზებში და გულისხმობს ერთი ექსპონატის გაცნობას. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შერჩეული ნამუშევრის შესახებ. მხატვრული ნაწარმოების აღქმის  შემეცნებითი პროცესი  გაგრძელდება  მრავალფეროვანი აქტივობების თანხლებით.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გააფერადონ, შეავსონ კროსვორდები, რომლებიც სპეციალურად არის მომზადებული გალერეაში წარმოდგენილ ნამუშევრებზე დაყრდნობით. სტუდიაში შექმნილი გარემო საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავად ეზიარონ შემოქმედებით პროცესს და ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, მაკეტზე მუშაობა, წიგნის დასურათება და ა.შ.

სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად, შედგება სტუდიის გამოფენა ეროვნულ გალერეაში, სერტიფიკატების გადაცემით.

ასაკობრივი ჯგუფები:

  • 8 - 11 წლის მოსწავლეები
  • 11-15 წლის მოსწავლეები

შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო:

პარასკევი - 15:00    

შაბათი - 12:00; შაბათი - 14:30

მეცადინეობები შედგება 2018  წლის 1 ოქტომბრიდან  2019  წლის 15 ივნისამდე, სასკოლო არდადეგების გათვალისწინებით.

კურსის ღირებულება: თვეში 80 ლარი.

გადახდა მოხდება სემესტრულად.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხანგრძლივობა - 2 საათი

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:

2 15 73 00; 5 77 71 10 27 - მაკა ბეჟუაშვილი; 5 93 910 472 - ანა ჟვანია; 599 56 09 77 - ნათია მელქაძე

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).

Facebook.com: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Facebook.com: ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია/ national gallery art studio