ხალხური რეწვის პროგრამა

24 აპრილი 2018
Share

2018 წლის 6 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის პროგრამაზე. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგი და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

პროგრამა ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე.

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 ოქტომბერი - 4 ნოემბერი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

ბილეთის საფასური:
მოზრდილი - 3 ლარი
სტუდენტი - 1 ლარი
სკოლის მოსწავლე - 0,50 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე.
2 72 90 46; 2 72 90 45 - ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაცია.
(+995) 591 40 41 59 იზო გაბიტაშვილი - პროგრამის კოორდინატორი. 

მისამართიკუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია  ქვეშ.