დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი

09 მარტი 2018
Share

9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას – ,,დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი". 

პროგრამის მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა ქეთევან დედოფლის შესახებ. გაეცნოს მის მოღვაწეობასა და მოწამეობრივი ცხოვრების ბოლო 11 წელს, რომელიც მან შაჰ-აბასის კარზე, ირანის ქ. შირაზში გაატარა.

თეორიული ნაწილის გარდა, მოსწავლეები ჩაერთვებიან პრაქტიკულ აქტივობაში. დაამზადებენ ქართველ მეფე-დედოფალთა სამეფო გვირგვინებს და მიეახლებიან დედოფლის წმინდა ნაწილებს.

პროგრამა განკუთვნილია: IV-VII კლასის მოსწავლეებისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 70 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-შაბათი
ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი 10 მონაწილემდე ჯგუფისთვის

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე, ნომერზე: 577 57 03 47
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3