ფაუნის მრავალფეროვნება

06 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის გთავაზობთ პროგრამას „ფაუნის მრავალფეროვნება".

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ექსპოზიციებს:

  • ქვის ხანის საქართველო - გაეცნობიან პრეისტორიული ხანის ფაუნას
  • არქეოლოგიური საგანძური - დაათვალიერებენ ხელოვნების ნიმუშებს ცხოველთა გამოსახულებებით

საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში ვიზუალური მასალის თანხლებით, ბავშვები გაეცნობიან თემას „ცხოველები ხელოვნებაში" - ქვის ხანიდან დაწყებული ნიკო ფიროსმანაშვილის ანიმალისტური შედევრებით დასრულებული.   

პროგრამა ასევე ითვალისწინებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს.  

ხანგრძლივობა: 60 წუთი

ასაკი: 6-9 წელი; შესაძლებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მიღებაც.

ჩატარების დრო: სამშაბათი და პარასკევი 14:00

ფასი: 60 ლარი 20 მონაწილემდე ჯგუფისთვის

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 599 75 78 71

პროგრამის ავტორია დალი გოგორიშვილი.  

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი, შოთა რუსთაველის გამზ. 3