განახლებული საგანმანათლებლო პროგრამა ,,რას მოგვითხრობენ ძველებური მონეტები"

07 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამას ,,რას მოგვითხრობენ ძველებური მონეტები". 

მონეტას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და მის გარეშე შეუძლებელია არსებობა. იგი ნებისმიერი ასაკისა და სოციალური წარმოშობის ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანია. მასზე ყველა სახელმწიფოს სიმბოლო ან/და ცნობილი პირებია გამოსახული, იგი სხვადასხვა ადამიანთა და კულტურათა ისტორიის მატარებელია და მისი მეშვეობით უამრავი საიდუმლოს ამოკითხვა შეიძლება.

სწორედ რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატები გაგაცნობენ ნუმიზმატიკურ საგანძურსა და ფულის ისტორიას; საშუალებას მოგცემენ ხელით შეეხოთ უძველესი მონეტების ასლებს.

პროგრამა განკუთვნილია: IV-XII კლასის მოსწავლეებისათვის; სტუდენტებისთვის 
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი: ნუმიზმატიკური საგანძურის დარბაზი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე 2 93 16 52