“წმინდა გიორგი - უძლეველი რაინდი“

25 ოქტომბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ამა წლის ბოლომდე, გიწვევთ შემეცნებით პროგრამაზე "წმინდა გიორგი - უძლეველი რაინდი".

საქართველოში არსებული სალოცავებისა და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, წმინდა გიორგი ყველაზე გამორჩეული წმინდანია. წმინდა გიორგი ადამიანთა შეგნებაში დამკვიდრდა როგორც უძლეველი გმირი. იგი გამოხატავდა შეუპოვარ მებრძოლს და თავისი ბუნებით პასუხობდა ქართველი ხალხის ისტორიულ მდგომარეობას. სწორედ ეს განაპირობებდა წმინდა გიორგის საყოველთაო პოპულარობას და მის სახელზე აგებულ სალოცავთა სიმრავლეს.

პროექტის მიზანია მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული წმინდა გიორგის სალოცავების ადგილმდებარეობასა და მათზე არსებული უნიკალური ლეგენდების შესახებ. განვიხილავთ თუ რა განსაკუთრებული ტრადიციებით გამოირჩევა თითოეული მათგანი და მოვუთხრობთ რწმენა-წარმოდგენების შესახებ, რომლებიც დღემდეა შემონახული ეთნოგრაფიულ ყოფაში.

პროგრამას თან ახლავს შესაბამისი ფოტომასალა, ხოლო პრეზენტაციის ბოლოს ნაჩვენები იქნება ნაწყვეტი ფილმიდან გიორგობის დღესასწაულის შესახებ. მონაწილე ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინტელექტუალურ თამაშში „რა იმალება სკივრში?!", რის შემდეგაც დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სიგელებით.

პროგრამა გათვლილია: 8 -15 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 70 წუთი.

ჩატარების დრო: ყოველდღე ორშაბათის გარდა.

პროგრამის ფასი: 10 კაციანი ჯგუფის ფასი - 60 ლარი. 20 კაციანი ჯგუფის ფასი - 120 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა.

დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე
595 708 525; 597  57 08 95; 577  46 25 22

მისამართი ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. N 3.