პროგრამა „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე"

06 ოქტომბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს ორ იტალიურ გამოფენას, რომელსაც აერთიანებს სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".

გამოფენაზე წარმოდგენილი სანდრო ბოტიჩელის „ვენერა" 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას" კოლექციის ნაწილია. გამოფენა ასევე მოიცავს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით შემუშავებული საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელ შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოგვიდგენს.

გამოფენის ფარგლებში გთავაზობთ ინტერაქტიული ხასიათის საგანმანათლებლო ტურებს. მონაწილეები გიდის თანხლებით დაათვალიერებენ ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრებს, გაეცნობიან მათ შემოქმედებასა და მოღვაწეობის ეპოქალურ ღირებულებებს. 

საგანმანათლებლო ტურების განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00, 13:00 და 15:00 საათი

საგანმანათლებლო ტურის ღირებულება: 45 ლარი (ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 10)  

საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით სამშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 2 15 73 00

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11