ვაზი და ღვინო საქართველოში

04 ოქტომბერი 2017

საქართველო, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანა უძველესი დროიდანვეა ცნობილი. ამას მოწმობს არქეოლოგიური არტეფაქტები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები,  ისტორიკოსთა და მოგზაურთა შრომები და  ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები და ხელოვნების  ნიმუშებია დაცული. მათ შორის ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის, სპილენძის, ხის საღვინე ჭურჭელი მიუთითებს მეღვინეობის მაღალ დონეზე საქართველოში.

პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ვაზისა და ღვინის მდიდარი ტრადიციები საქართველოში. კერძოდ:

  • ტერმინი ღვინო და მისი წარმოშობის ისტორია;
  • ვაზის სიმბოლიკა ქრისტიანულ რელიგიაში და მისი როლი ქრისტიანულ ხელოვნებაში;
  • ვაზის გაშენება და მოვლა;
  • საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები;
  • რთველი;
  • ყურძნის დაწურვისთვის განკუთვნილი ნაგებობა და იარაღები;
  • ღვინის დასაყენებლად და შესანახად განკუთვნილი ნაგებობები და მასთან დაკავშირებული იარაღები;
  • საღვინე ჭურჭელი (საზომ-საწყაოები, გადასაზიდი ჭურჭელი, სასმისები...) და მათი დამზადების წესები.
  • ყურძნის წვენის სხვადასხვა პროდუქტები.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვებს  ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია 6-13  წლის მოსწავლეებისთვის.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი - პარასკევი

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი

პროგრამის საფასური: ჯგუფი 10 მონაწილემდე  - 60 ლარი; 20 მონაწილემდე  - 120 ლარი

პროგრამა გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე

პროგრამის ავტორი:  ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 574 44 04 84

მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3