არქეოლოგია ყველასათვის

23 მარტი 2017
Share

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას

„არქეოლოგია ყველასათვის"

ვეზიაროთ არქეოლოგიას და შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა

წარსული და ისტორია სულიერი საყრდენია საზოგადოებრივი აზროვნებისა, ამ აზროვნების ჩამოყალიბება კი ბავშვობიდანვე იწყება და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლის მშენებლობის პროცესში.

განახლებული საგანმანათლებლო პროგრამის - „არქეოლოგია ყველასათვის" მიზანია მოსწავლეებს გააცნოს:

  • გზა, რომელსაც ნივთი გადის არქეოლოგიური გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე;
  • სამეცნიერო დარგები, რომლებიც სწავლობს არქეოლოგიურ მასალას, მისი დამზადების ტექნიკასა და რესტავრაცია-კონსერვაციის თავისებურებებს;
  • საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური პერიოდები და კულტურები.

ეროვნულ მუზეუმში მოსული მოსწავლეები შეხვდებიან სხვადასხვა თაობის მეცნიერებს, რომლებიც მათ მეგზურობას გაუწევენ საგამოფენო დარბაზებში, ფონდებსა და ლაბორატორიებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ეძლევათ, ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ამოირჩიონ სასურველი და გაეცნონ მუზეუმის მეცნიერთა ჯგუფს.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

პროგრამის ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (საექსპოზიციო დარბაზები, ლაბორატორია, ფონდები).

გლიპტიკა 

გლიპტიკა – ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვაზე (აგრეთვე ლითონზე, ძვალზე, მინაზე და სხვ.) გამოსახულების ამოჭრის ხელოვნება. გაჩნდა ძვ.წ. IV ათასწლეულში ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. გლიპტიკურ ძეგლებს სამგვარი დანიშნულებით იყენებდნენ:  სამკაულად, ავგაროზად და საბეჭდავად. გლიპტიკის გავრცელება საქართველოში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული გლიპტიკური ძეგლების უმეტესი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა მოპოვებული და  წარმოგვიდგენს მხატვრული ხელოსნობის ამ რთული დარგის მეტად საინტერესო ნიმუშებს ძვ.წ. XV საუკუნიდან ახ.წ. XIX საუკუნის ჩათვლით.

პროგრამა გათვალისწინებულია I-VI კლასის მოსწავლეთათვის, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეექმნებათ გლიპტიკის შესახებ,  გაეცნობიან საქართველოში აღმოჩენილ ადგილობრივ თუ შემოტანილ გლიპტიკურ ძეგლებს, შესაძლებლობა ექნებათ იხილონ გლიპტიკის კაბინეტში დაცული ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ ანაბეჭდთა აღებაში, რითაც გააცოცხლებენ წარსულ ტრადიციას.

ანა გაბუნია – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მეცნიერ- თანამშრომელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი (2016 წ.) და ბაკალავრი (2014 წ.) არქეოლოგიის მიმართულებით.

 

მინა ძველ საქართველოში

მინა თავისი თვისებებით უძველესი დროიდან ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. იმპორტული მინის ჭურჭელი მისი დამზადებიდან უახლოეს დროში ჩნდება საქართველოში აღმოჩენილ ანტიკური ხანის ძეგლებზე.  არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მინის ნაწარმი თვალსაჩინოდ წარმოგვიჩენს იმდროინდელი საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობას და  მის მაღალ ესთეტიკურ გემოვნებას.

პროგრამა გათვალისწინებულია I-VIII კლასის მოსწავლეთათვის. მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეექმნებათ მინის წარმოების ისტორიაზე, გაეცნობიან საქართველოში აღმოჩენილ მინის ჭურჭელს და მისი დამზადების განსხვავებულ  ხერხებს ანტიკურ ხანაში.

ანა სახვაძესაქართველოს ეროვნული მუზეუმის . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის კურატორის ასისტენტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი (2012 წელი) და ბაკალავრი (2010 წელი) არქეოლოგიის მიმართულებით.   

 

 

 

თიხის ნაკეთობების რესტავრაცია

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ ხდება თიხის ნივთების რესტავრაცია მათი თავდაპირველი სახის დასაბრუნებლად.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მეცნიერები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ მასალას ინახავენ. ქვის ხანის არქეოლოგებს მუზეუმში მოაქვთ ქვის ან ძვლის იარაღები, განამარხებული ბოტანიკური ნაშთები, ცხოველების ან ადამიანების ძვლები.

თეა კინწურაშვილი – 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 2011 წელს მას მიენიჭა კონსერვაციის დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან იგი არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მცირე ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია-კონსერვაციის მიწვეული ლექტორი. 2013 წელს თეა კინწურაშვილი  საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციათა კურსს ,,მინისა და კერამიკული ნაკეთობების ტექნოლოგია-კონსერვაცია”. 2017 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის და კვლევითი ინსტიტუტის პირველადი დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

 

აღმოჩენიდან გამოფენამდე

პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს არა მარტო ის ნივთები, რომლებიც მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში შეიძლება ნახონ, არამედ მათ დაანახოს ის გზა, რომელსაც ნივთი გადის არქეოლოგიური აღმოჩენიდან მუზეუმის საცავების თაროებამდე. აღმოჩენილ ნივთს თავისი ისტორია, „პასპორტი“, საველე ჩანახატები, ანაზომები, ფოტოები, აღწერილობა აქვს. ზოგიერთ ნივთს  საველე და შემდგომ მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში „დახმარება“  სჭირდება, ზოგიერთ ნიმუშს კი – მიკროსკოპით დაკვირვება. ჩვენი მუზეუმის პრეისტორიის პერიოდის ოთახებში მოგზაურობისას მოსწავლეები მოისმენენ არქეოლოგიისა და მისი დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ.

თეა შელია – არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 1998 წლიდან. აქვს ოცდახუთლიანი გამოცდილება საველე არქეოლოგიაში. დმანისის – ევრაზიაში უძველესი ადამიანის ადგილსაპოვებლის შემსწავლელი გუნდის წევრი.  საგანმანათლებლო, პრაქტიკული და თეორიული პროგრამების ავტორი პრეისტორიის არქეოლოგიაში. 

 

 

ჭურჭლის ტიპოლოგია 

არქეოლოგიისათვის თიხის ჭურჭელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ერთ-ერთი პირველი განმსაზღვრელია ამა თუ იმ კულტურისა და წარმოადგენს პირველწყაროს დათარიღებისთვის.

პროგრამა გათვალისწინებულია V-XII კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეექმნებათ თიხის ჭურჭლის მრავალფეროვნებაზე, ქრონოლოგიურ ცვლილებაზე, ფუნქცია-დანიშნულებაზე.

ნიკოლოზ ჩადუნელი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის სამთავრო-თრიალეთის ფონდის კურატორის ასისტენტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი (2013 წელი) და ბაკალავრი (2011 წელი) არქეოლოგიის მიმართულებით. 

 

 

 დამწერლობის ისტორია

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდი ეპიგრაფიკული ძეგლების მთავარი და მნიშვნელოვანი საცავია. ფონდის ძირითად ნაწილს ქართული დამწერლობის ნიმუშები წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია მოპოვებული. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან მოყოლებული XIX საუკუნის ჩათვლით

დამწერლობის ნიმუშებს შორის აღსანიშნავია ბოლნისის სიონის უძველესი საამშენებლო წარწერა (493-503 წწ.),  V-VI  საუკუნეების წარწერიანი სტელები და კვარცხლბეკები, თამარ მეფის, მეფე ლაშა-გიორგის, რუსუდანის, დავით ულუს ხელის გამოსახულებიანი ეპიგრაფიკული საბუთები, ასევე დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი რეგიონებიდან (მაგ. ტაო-კლარჯეთის მონასტრებიდან) ჩამოტანილი ძეგლები და სხვ.

ფონდში ეპიგრაფიკული ძეგლების გვერდით ინახება რელიეფური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: ადრეული შუა საუკუნეების ქვაჯვრები, კანკელის ფილები და საფასადო რელიეფები.

გარდა ქართული დამწერლობის ნიმუშებისა, საცავში დაცულია ურარტული, ბაბილონური, არამეული, ბერძნული, ებრაული, არაბული და სომხური ძეგლები. სიძველისა და  რაოდენობის მხრივ მნიშვნელოვანია 22 ძეგლისაგან შემდგარი ურარტული კოლექცია (ძვ.. 518-562 წწ.), ლურსმული დამწერლობით შესრულებული ერთადერთი ბაბილონური წარწერა, (ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის (ძვ. . 604-562 წწ.), არამეული და ბერძნული ეპიგრაფიკის შესანიშნავი ნიმუშები - არმაზის სახელგანთქმული ორენოვანი ბილინგვა - სერაფიტის ეპიტაფია (II .), .. შარაგასის სტელა (I- II სს.), რომის იმპერატორ ვესპასიანეს მონუმენტური წარწერა (75 .), მცხეთის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ავრელი აქოლოსისა და მისი მეუღლის ბევრაზურიას ეპიტაფია (IV-V სს.), მცხეთაში აღმოჩენილი ძველებრაული წარწერები. სომხური დამწერლობის ნიმუშებს შორის არის ქვაზე ამოკვეთილი კალენდარი პასქალური ცხრილი. ასევე მნიშვნელოვანია არაბული წარწერების კოლექცია, რომელთა უმეტესობაც დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს არის მოპოვებული. სიძველითა და ისტორიული ღირებულებით გამოირჩევა ძველ თბილისში, სეიდაბადში აღმოჩენილი არაბული წარწერა მანძილის აღმნიშვნელ ქვაზე (VII ).

ქვის ძეგლების ფონდში სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, თვალი გაადევნოთ ქართული დამწერლობის ისტორიას, გაეცნოთ ისტორიულ საბუთებსუცხოენოვანი დამწერლობის ნიმუშებსა და ქვაზე კვეთის ხელოვნებას.

ნინო დათუნაშვილი 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი. ქვის ძეგლებისა და ფრესკის ასლების ფონდის უფროსი სპეციალისტი. ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის  ფაკულტეტის დოქტორანტი.

 

 

კოლხური ოქრომჭედლობა და არგონავტების მითში მოხსენიებული
ოქრომრავალი კოლხეთი

თემა ეხება არგონავტების მითში ასახულიოქრომრავალი კოლხეთისწარმოჩენას არქეოლოგიურ საგანძურში არსებული მატერიალური მასალის საფუძველზე.

კოლხეთი პირველად იხსენიება ბერძნულ და ურარტულ წერილობით წყაროებში, რაც ოქროს ნივთების აღმოჩენასთან ერთად, ამ რეგიონის აყვავების ხანაზე უნდა მიუთითებდეს. ეს არის ოქრომჭედლობის ის ნიმუშები, რომლის საფუძველზეც შემდეგ შეიქმნა ვანისა და საირხის შესანიშნავი ოქროს ნივთები.

ნინო ქობალია საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიის დეპატრამენტის კურატორის ასისტენტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების დოქტორანტი

 

 

 

მტკვარ-არაქსის კულტურა საქართველოში 

მტკვარ-არაქსის კულტურა (ადრეული ბრინჯაოს ხანა) გავრცელებულია მტკვრისა და არაქსის აუზში. აღნიშნული კულტურის ადრეული ძეგლები თავმოყრილია ქვემო ქართლში, ხოლო განვითარებული ეტაპი კი შიდა ქართლში.

მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელია პატარა ტომობრივი სამოსახლოები, რომელთა შენობების დაგეგმარებაში და აღნაგობაში მთელი რიგი თავისებურებებია.  

აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია I-VIII კლასის მოსწავლეებისათვის. ბავშვები გაეცნობიან ადრეული ბრინჯაოს ხანის ძეგლებს, იმდროინდელი საზოგადოების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს, ასევე იხილავენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალას, რომელიც თვალსაჩინოს გახდის ამ კულტურის თავისებურებებს.

ნინო ჩხარტიშვილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების დეპარტამენის ,,ძირითადი ფონდის’’ ლაბორანტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი (2014 წელი) და ბაკალავრი (2010 წელი) არქეოლოგიის მიმართულებით

 

 

 

 

გრავირებული გამოსახულებები ადრე რკინის ხანის ნივთებზე 

ტექნიკური პროცესების უმეტესობა, რომლებიც დღეს  გამოიყენება მეტალურგიაში, თითქმის არ შეცვლილა და იგივეა, რაც ძველ დროში. მეტალის მხატვრული  დამუშავების ერთ-ერთი ხერხი გრავირებაა. გრავირებით შემკულია სარტყლები, აბზინდები, სამაჯურები, ცულები, შუბისპირები, მახვილები, ჩქიფები, უმბონები. ამ ნივთებზე ვხვდებით სხვადასხვა ცხოველის, ფრინველის, ქვეწარმავლის, ადამიანის გამოსახულებებსა და მრავალფეროვან ორნამენტს.

მსურველები გაეცნობიან გრავირების ტექნიკას ლითონის ნივთებზე და დაათვალიერებენ მუზეუმში წარმოდგენილ გრავირებულ ნივთებს. პროგრამა გათვალისწინებულია V-XII კლასის მოსწავლეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.

 ნინო ჯანაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ძვირფასი ლითონების ფონდის კურატორის ასისტენტი, არქეოლოგიის მაგისტრი

 

 

 

 

ქვის ხანა საქართველოში

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ათეულობით მღვიმე, ღია ტიპის ძეგლი და ადგილსაპოვებელი, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ხანგრძლივ (1,77 მლნ. .– 8 ათასი წლის ჩათვლით) პერიოდს, ძველი ქვის ხანას. ამ ძეგლების უმრავლესობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდშია დაცული, რომლის საშუალებითაც მეცნიერები აღადგენენ ადამანის ევოლუციის ისტორიას, გარემო პირობებს, ქვის იარაღების ტექნოლოგიურიურ ცვლილებებშიდათემურ საზოგადოებრივ ურთიერთობებ.

სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდს, მასში დაცულ კოლექციებს და იმსჯელებენ, თუ რა სახის კვლევებს აწარმოებენ მეცნიერები არქეოლოგიურ ნივთებზე და რა პრინციპით ხდება მათი საგამოფენო სივრცეში განთავსება. ფონდის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან  ძველი ქვის ხანის საგამოფენო დარბაზს  და ამ პერიოდის საქართველოს ისტორიას.

პროგრამა განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც გაეცნობიან სამუზეუმო საქმიანობის სპეციფიკას, ფონდის დანიშნულებას და საქართველოს ძველი ქვის ხანის ისტორიას

ნინო ჯაყელი ქვის ხანის ფონდის კურატორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 1981წლიდანმას დიდი გამოცდილება აქვს საფონდო, საგამოფენო საქმიანობაში.

 

 

 

 

ნუმიზმატიკური საგანძური

საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, რომლებშიც ლითონის ფულის ისტორიის დასაწყისში დაიწყო ფულის მიმოქცევა. ფული ეკონომიკურად განვითარებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნიშანია.

ფულის ისტორიული განვითარება ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ მდგომარეობას და საგარეო ორიენტაციას. ფულის ისტორია გარკვეული თვალსაზრისით ერის ისტორიაა.

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმის ნუმიზმატიკურ საგანძურსპროგრამა განკუთვნილია V-IX კლასის მოსწავლეთათვის.

მარიამ ქორიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდის ლაბორანტი. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსის დიპლომირებული სპეციალისტი (არაბული ენის მიმართულება (2007 .). ამჟამად მუშაობს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ არაბთა სახალიფოს მონეტებზე (VII-IX სს.).