ზღაპრის დრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

22 თებერვალი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას „ზღაპრის დრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში". 

პროგრამა წარმოადგენს შემეცნებით-გასართობ საოჯახო პროგრამას, რომელიც 3-6 წლის ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციებს. ბავშვები მოისმენენ ზღაპარს,  გააცოცხლებენ ხელოვნების ნიმუშებს, დამოუკიდებლად შექმნიან ნამუშევრებს, ჩაებმებიან განძის ძიების თამაშში და სხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებში.

ამ ეტაპზე პროგრამა მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

საკონტაქტო პირი: ენიდ ბურკი, +995 599 611615, Enid.burki@gmail.com