ჩინეთის უდიდესი გამოგონებები - ფაიფური

24 იანვარი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ პროგრამას ,,ჩინეთის  უდიდესი გამოგონებები - ფაიფური".

პროგრამა დაკავშირებულია აღმოსავლურ განყოფილებაში გამოფენილ ჩინური ხელოვნების ნიმუშებთან. პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ჩინურ გამოფენას და მოისმენენ მოკლე მიმოხილვით საუბრებს.

ვიზუალური მასალის გამოყენებით მონაწილეები გაეცნობიან ჩინეთის უძველეს ცივილიზაციას, მის კულტურასა და ხელოვნებას, უდიდეს გამოგონებებს, ფაიფურის განვითარების ისტორიასა და ტექნოლოგიებს. 

პროგრამა აღჭურვილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ მუსიკასთან, ტრადიციულ სამოსთან, ფერწერასთან და ფაიფურთან.

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას კოსტიუმირებულ ფოტოსესიებში.

ხანგრძლივობა 90 წუთი

ასაკი  8-14 წელი

ჩატარების ადგილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი 

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52 

მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების სანახავად იხილეთ პროგრამების კალენდარი