საშემოდგომო მიღება ხალხური რეწვის გაკვეთილებზე!

01 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 10 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის საშემოდგომო პროგრამაზე. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

ამჯერად, პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს პირველად ექნებათ საშუალება შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება. 

პროგრამა ჩატარდება 10 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე.

რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 2 სექტემბერს და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამაზე დასწრება თავისუფალია! 

რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

ბილეთის საფასური: ზრდასრული - 3 ლარი; სტუდენტი - 1 ლარი; მოსწავლე  - 50 თეთრი.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე.
2 - 72 90 46; 2 - 72 90 45 - ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაცია. (+995) 591 40 41 59 - იზო გაბიტაშვილი - პროგრამის კოორდინატორი.

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.