საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ,,ისტორიის ლაბირინთი”

25 მაისი 2013
Share

2013 წლის 25 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს ,,ისტორიის ლაბირინთი".

პროგრამის პირველ ნაწილში მოსწავლეები დაათვალიერებენ მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურს. მეორე ნაწილში კი მონაწილეობას მიიღებენ თამაშში, რომელსაც შეჯიბრის ხასიათი ექნება. აღნიშნული თამაშის დახმარებით, სკოლის მოსწავლეები ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობენ საქართველოს ისტორიის, მეფეთა ცხოვრების და საქართველოს ხელოვნების ისტორიის შესახებ.  

თამაშში გამოყენებულია ქართველი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორის ნამუშევრები სერიიდან  ,,საქართველოს მეფეები”. 

პროგრამა განკუთვნილია: VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებისათვის.

ხანგრძლივობა: 1 საათი

პროგრამის ღირებულება სკოლის ჯგუფებისთვის: 10 ლარი

ბილეთის ღირებულება თითო მოსწავლეზე:  0,5 ლარი

პროგრამის ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

სამუშაო საათები: 11:00-17:00

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საგანმანათლებლო ცენტრში: (+32) 2 93 16 52; 599 21 26 29; 599 757871 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.