საგანმანათლებლო პროგრამა „ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”.

13 მარტი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ  საგანმანათლებლო პროგრამას „ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”.

გამოფენის ფარგლებში სკოლის ჯგუფებს ვთავაზობთ საგანამათლებლო-შემეცნებით პროგრამას - "ნაცნობი და უცნობი ნაპოლეონი".

მონაწილეები გაეცნობიან დიდი იმპერატორის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს, მის გარემოცვას, მისი ეპოქის მაღალი საზოგადოების ცხოვრებას, ნაპოლეონის მიერ დამკვიდრებულ სტილს ხელოვნებაში – "ამპირს", მოდას.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა. დასკვნით ნაწილში მონაწილეებს ელით სიურპრიზი!

 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საგანმანათლებლო ცენტრში: (+32) 2 93 16 52; 599 75 78 71 (11-დან 17 საათამდე).

პროგრამა განკუთვნილია:  მე–5 – მე–12 კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 საათი.

მონაწილეთა რაოდენობა: 10–20

პროგრამის ღირებულება სკოლის ჯგუფებისთვის: 10 ლარი (0,5 ლარი თითო მოსწავლეზე).

ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი (ლადო გუდიაშვილის ქ.1).

ჩატარების დრო ჯგუფებისთვის: წინასწარი შეთანხმებით.