,,ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები: გამოფენა და გამოცდილება"

27 ივლისი 2015
Share

2015 წლის 27 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ოსტინის (ტეხასი, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის გლენ პირსის საჯარო ლექციას ,,ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები: გამოფენა და გამოცდილება".

ჰიუსტონში (ტეხასი, აშშ) მენილის კერძო კოლექციის მუზეუმი აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცირე მუზეუმთაგანია. ის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი კოლექციითა და ბრწყინვალე შენობით, ასევე მისი დამფუძნებლების, ჯონ და დომინიკ მენილების უჩვეულო ხედვით.

გამოფენა ,,ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოში", რომელიც 2013 წელს ჩატარდა, წარმოადგინა ბიზანტიური ხელოვნების აქტიური, ურთიერთდაკავშირებული და ცოცხალი ხასიათი. ბიზანტიური ,,ნივთები" (რომლებიც ცნობილია როგორც ,,ხელოვნების ნიმუშები") თანამედროვე ამერიკულ და არადასავლურ იმავე ტიპის ნივთებთან წარმოდგენითა და სინთეზით აქამდე უჩვეულო ფორმით გაცოცხლდა.

ლექცია შეეხება გამოფენას, წარმოდგენილი იქნება აღნიშნული გამოფენის ფოტოები, გაანალიზებული იქნება ბიზანტიური ხელოვნება თანამერდროვე კონტექსტში.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7