საგანმანათლებლო პროგრამა-გამოფენა „სამურაი“

09 დეკემბერი 2010 – 20 იანვარი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამას ,,სამურაი".

პროექტი მოიცავს იაპონელი სამურაისა და ხმლების (კატანას)გამოფენას. სამურაი წარმოდგენილია თოჯინების სახით.გამოფენილია ოცდაერთი თოჯინა _ სამურაი და ოცდაორიხმალი. მასალა მოძიებულია საქართველოში კერძოკოლექციაში (კოლექციონერი გოგი კაკაშვილი).

პროექტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გამოფენა დასაგანმანათლებლო პროგრამა, სადაც საჯარო სკოლისმოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას სოციალურად დაუცველი ჯგუფები დამზრუნველობას მოკლებული ბავშვები მიიღებენ.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველისტუმრები მზრუნველობას მოკლებულიბავშვები ორგანიზაცია "ბავშვი დაგარემო"-ს დღის ცენტრიდან "ცისარტყელა"იქნებიან.

მონაწილეები გაეცნობიან ლეგენდებს,ისტორიას სამურაის და იაპონური ხმლისშესახებ; შესაძლებლობა მიეცემათშეადარონ ყოველივე ეს საკუთარი ქვეყნისრაინდების ისტორიას. დახატავენ თემაზე,,სამურაი". პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულიად განსხვავებულ კულტურასთანდავაახლოვოთ დამთვალიერებელი და პროგრამის მონაწილეები.

აღნიშნული პროექტი საახალწლო საჩუქარს წარმოადგენს, როგორც ბავშვებისთვის, ასევეუფროსებისათვის. ჩვენი მიზანია ცოდნის მიღებასთან ერთად განსაკუთრებული,სრულიად ახალი განწყობა შევუქმნათ მათ ამ ფერადი, შესანიშნავი სამყაროს გაცნობით.

მსგავსი სანახაობრივად მდიდარი, უნიკალური პროექტები ემოციურად მძაფრ დანაირფეროვან სივრცესთან აახლოებს ადამიანებს, სამურაის და სარიტუალო ხმლისუჩვეულო სამყარო ერთნაირად საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ნებისმიერიდამთვალიერებლისთვის.