ნინო გივიშვილის ნამუშევრების რეტროსპექტივა

19 თებერვ. 2019 – 01 მარტი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ არქიტექტორისა და მხატვრის, ნინო გივიშვილის ნამუშევრების რეტროსპექტივას თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1990 წლიდან დღემდე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

პროფესიით არქიტექტორი, ახალი მხატვრული ფორმების მაძიებელი ხელოვანი, ქმნიდა ემოციური თემატიკის ნამუშევრების სერიებს - „იმპროვიზაციები“, „მოვლენები მთვარიან ღამეს“,  „ინტერიერის სურათები“ და სხვა. 1990-იანი წლებიდან ნინო გივიშვილი არქიტექტორთა კავშირისა და მხატვართა კავშირის წევრია. ხელოვანის გამოფენები იმართება 1987 წლიდან დღემდე; მისი ნამუშევრების ნაწილი კერძო კოლექციებში ინახება.

გამოფენის გახსნა: 19 თებერვალი, 2019, 17:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 19 თებერვალი - 1 მარტი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.