ეთერ მეტრეველის ნამუშევრების გამოფენა „ორმხრივი ფრუსტრაცია"

18 სექტემბ. 2018 – 04 ოქტომბ. 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეთერ მეტრეველის ნამუშევრების გამოფენას „ორმხრივი ფრუსტრაცია" თბილისის ისტორიის მუზეუმში. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 15 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენის მხატვრული კონცეფცია სახელოვნებო ტენდენციის საპასუხოდ განვითარებული აზრის  ასახვაა - პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის აღმოცენებული სახელოვნებო მიმდინარეობა „ახალი ობიექტურობა" მკაცრ რეალიზმს და მაქსიმალურ სიზუსტეს მიმართავს სინამდვილის გადმოსაცემად. სწორედ რომ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სინამდვილისა და მისი გარდაქმნების მტკივნეულ თემებს ეხება.

ეთერ მეტრეველმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი. გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დაამთავრა ვალენსიენის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას უნივერსიტეტის სამხატვრო გამოფენებში. ამან ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედებითი ძიებების ჩამოყალიბებას.

პროექტი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ თანამედროვე ქართული მხატვრობის სიახლეები და მისი ძიებები.

გახსნა: 18 სექტემბერი, 18:00 საათი.  
ხანგრძლივობა: 18 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2018.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.