გიორგი უგულავას გამოფენა „ნაცრისფერი ზონა"

21 მარტი 2018 – 10 აპრილი 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი უგულავას ნამუშევრების გამოფენას ,,ნაცრისფერი ზონა" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა ასახავს თანამედროვე კულტურაში არსებული კორუფციის „ზონას" და მისი გავლენის სფეროს ეხება. „ზონა" შესაძლოა გულისხმობდეს როგორც რეგიონს, ისე სფეროს, სექტორს ან ტერიტორიას. გიორგი უგულავას ნამუშევრები კორუფციის ნაცრისფერ ზონებს და მის მოჩვენებით რეალობას და თანამედროვე სამყაროში მისი განვითარების მზარდ ტემპს ასახავს. ავტორი მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ განვაგრძობთ არსებობას უკანონობისა და კორუფციისაგან წარმოქმნილ რეალურ და მეტაფორულ ნაცრისფერ ზონაში, რომელიც ვირუსის მსგავსად ყველგან აღწევს.  

გიორგი უგულავა სწავლობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ჰქონდა გამოფენები აჭარაში, ქუთაისსა და თბილისში.

გამოფენის გახსნა: 21 მარტი, 18:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 21 მარტი-10 აპრილი, 2018

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)სიონის ქუჩა 8.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

მომდევნო დღეებში ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი) და საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.