ფოტოგამოფენა ,,მუზეუმი ფოკუსში 2016"

28 ოქტომბ. 2016 – 06 ნოემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას "მუზეუმი ფოკუსში 2016".

ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა. ამასთან  დაკავშირებით, მუზეუმმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი და ყველა ფოტომოყვარულს მისცა ეროვნულ მუზეუმში თავიანთი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა. კონკურსის პირობის თანახმად, კონკურსანტებმა მუზეუმის სივრცეებში მათთვის საინტერესო დეტალები გადაიღეს.

ფოტომოყვარულებმა თავიანთი ხედვის ფოკუსში ექსპონატები მოაქციეს. უმრავლესობამ კადრი მობილური ტელეფონით დააფიქსირა, ზოგიერთმა მათგანმა ციფრული კამერა გამოიყენა, ზოგმა კი ფირზე აღბეჭდა საინტერესო დეტალები.

მუზეუმის ინსტაგრამზე პოზიციონირების ერთი წელი 27 ოქტომბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში აღინიშნა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ფოტონამუშევრებმა მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში გადაინაცვლა.

ფოტონამუშევრების ხილვა თავისუფალია!

გამოფენა 2016 წლის 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.


მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.