საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე

16 ივნისი 2016 – 17 დეკემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

16 ივნისს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე". გამოფენა გაიმართება საერთაშორისო კონფერენციის „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში" ფარგლებში.

გამოფენა ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე" ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის 95 წლის იუბილეს. დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანების სოციალურ და ეკონომიურ ურთიერთობებს, მათ რელიგიასა  და კულტურას.  

გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტები, ფილმი და ფოტოები მნახველს გააცნობს სამთო წარმოების სხვადასხვა ტექნიკას. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები ძეძვების ნამოსახლარიდან - სამარხებიდან, ნასახლარებიდან და სახელოსნოებიდან; ანანაურში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III ათასწლეული) ელიტის სამარხი, ხის ურმები, ძვირფასი სამკაული და სხვა.

ბოლნისის რაიონში მიმდინარე კვლევების შედეგები, მოპოვებული არტეფაქტები მომავალში წარმოდგენილი იქნება ბოლნისის ახალ მუზეუმში, რომლის გახსნაც დაგეგმილია 2017 წელს. 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.