შალვა ამირანაშვილის საიუბილეო გამოფენა

06 ოქტომბ. 2009 – 30 ნოემბერი 2009

ხელოვნების მუზეუმი

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს, დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა.მკვლევარმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართულ ხელოვნებათმცოდნეობას. მისი ინტერესების სფერო მოიცავდა: ბიზანტიის, დასავლეთ ევროპის, რუსეთისა დაახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატები(უფლისციხის არქეოლოგიური მასალა, ძველი ქართული საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები, ლითონმქანდაკებლობის ძეგლები, ფერწერული ტილოები...), რომლებიც მოძიებული და სამშობლოში დაბრუნებული იქნა შალვა ამირანაშვილის მიერ.