მხოლოდ ინტუიცია

20 მაისი 2015 – 04 ივნისი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 20 მაისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ ზაზა ციცქიშვილის გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით "მხოლოდ ინტუიცია".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერა, გამორჩეული  დიდი ფორმატებითა და ძლიერი ექსპრესიით. ზაზა ციცქიშვილი მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომლისთვისაც საერთაშორისო სახელოვნებო სივრცესთან დაკავშირებისა და სიახლის გააზრების სურვილი უამრავ ნოვაციას ბადებდა.

მხატვრის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალექსანდრე ბანძელაძესთან თანამშრომლობას უკავშირდება, რისი ლოგიკური შედეგიც იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით დაინტერესება. მხატვარი სწორედ აბსტრაქციის საშუალებით ცდილობს საკუთარი ინტუიციის დახმარებით მხატვრობის ენის გააზრებას.  აბსტრაქციის პარალელურად მხატვარი ინტერესდება ფიგურატიული გამოსახულებებითა და მისი იკონოგრაფიული საფუძვლებით.

გამოფენა 2015 წლის 4 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8, თბილისი.