უილიამ ოზგუდ ფილდი

30 იანვარი 2009 – 27 თებერვ. 2009

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2009 წლის 30 იანვარს 17:00 სთ-ზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ირაკლი იაკობაშვილი და კომპანია "X-ფორმი" წარმოგიდგენთ ამერიკელი გლაციოლოგის დოქტორ უილიამ ოზგუდ ფილდის გამოფენას "საქართველო 1929-1933 წლებში".

უილიამ ოზგუდ ფილდი ჩრდილოეთ ამერიკაში გლაციოლოგიის ფუძემდებლად ითვლება. დაიბადა ნიუ-იორკში, 1904 წლის 30 იანვარს. 1926 წლის ივნისში დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი  გეოლოგიის ბაკალავრის ხარისხით.

საზღვარგარეთ კვლევების წარმოებისას, ფილდი ხშირად ფირზე იღებდა და ფოტოსურათებზე ასახავდა იმ ქვეყნების ლანდშაფტსა და ხალხს, რომელთაც სტუმრობდა.

1929, 1931 და 1933 წლებში მან, როგორც მყინვარების მკვლევარმა, სვანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მყინვარწვერების შესასწავლად რამოდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში.

თავისი მოგზაურობის დროს ფილდმა ფოტოსურათებზე აღბეჭდა სვანეთი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. იგი  დიდი სიყვარულით იხსენებდა ქართველებს. ამ ვიზიტების შედეგად მან მრავალი ფოტოსურათი  და ფილმი დაგვიტოვა.

ფილდი 90 წლის ასაკში 1994 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა..

თბილისის ისტორიის მუზეუმში მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უილიამ ოზგუდ ფილდის მიერ საქართველოში გადაღებული 90 დოკუმენტური ფოტოსურათი, რომლებიც ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტის ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკის არქივში ინახება. 

მისამართი. გრიშაშვილის სახელობის თბილისისისტორიის მუზეუმი სიონის . #8.