ფიროსმანის თბილისი

19 მაისი 2007 – 20 მაისი 2007

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2007 წლის 19 მაისს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გიწვევთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ პირველ მობილურ სამუზეუმო ღონისძიებაზე - "ფიროსმანის თბილისი".

"ფიროსმანის თბილისი" ერთდღიანი ქუჩის აქციაა. ქუჩაში სამუზეუმო ექსპონატების ასლებით, მოძრავი რეკვიზიტების, სტენდებისა და ფიროსმანის პერსონაჟების ამსახველი ინსტალაციებით გაცოცხლდება XX საუკუნის დასაწყისის - "ფიროსმანის თბილისი". ამ გარემოში მოეწყობა პროექტით დაგეგმილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი-პოპულარული ხასიათის ღონისძიებები, სადაც უშუალო მონაწილეობას მიიღებს დამსწრე საზოგადოება, ყველა, განურჩევლად ასაკისა რადგან პროექტი საოჯახო ფორმატისაა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის მსურველს.