გერხარდ რიხტერის გამოფენა

18 აპრილი 2007 – 30 აპრილი 2007

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (IFA) წარმოგიდგენთ გერმანელი მხატვრის გერხარდ რიხტერის გამოფენას.

2007 წლის 18 აპრილს 18.00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გერჰარდ რიხტერის გამოფენასთან დაკავშირებით მოხსენებას წაიკითხავს დიტმარ ელგერი, გერჰარდ რიხტერის ბიოგრაფი, 1984-1985 წწ. გერჰარდ რიხტერის მდივანი, ხოლო 2006 წლიდან გერჰარდ რიხტერის არქივის ხელმძღვანელი დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში.

მოხსენების შემდეგ ნაჩვენები იქნება ფილმი: ჩემი სურათები ჩემზე ჭკვიანია. გერჰარდ რიხტერი (ეძღვნება გერჰარდ რიხტერის დაბადების 75-ე წლისთავს).

საერთაშორისო სარბიელზე გერჰარდ რიხტერი, ზიგმარ პოლკე და გეორგ ბაზელიცი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სამი გერმანელი ხელოვანია. გამოფენა მოიცავს 27 ნამუშევარს, რომლებიც თავად ავტორის მიერ არის შერჩეული და წარმოადგენს რიხტერის შემოქმედების მცირე რეტროსპექტივას, რადგან იგი მისი შემოქმედების თითქმის ყველა პერიოდს მოიცავს, დაწყებული 60-იანი წწ. ფოტომხატვრობით და დამთავრებული 80-90-იანი წწ. აბსტრაქტული ფერწერით.

2000-2006წწ. გერჰარდ რიხტერმა არაერთ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, კორეაში, იაპონიაში, საბერძნეთში, ფინეთში, დანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ესპანეთში, აშშ-ში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ლუქსემბურგში, მალაიზიაში, ტაილანდში, კანადაში, რუსეთში და სხვ.

გერხარდ რიხტერს მიღებული აქვს ჯილდოები: 1967 - Junger Western Art Price, Recklinghausen, გერმანია; 1972 - Documenta , კასელი; 1977 - Documenta კასელი; 1982 - დოცუმენტა, კასელი, არნოლდ ბოდეს სახელობის პრიზი; 1985 - ოსკარ კოკოშკას სახელობის პრიზი, ვენა; 1987 -Documenta, კასელი; 1994/95 - ფონდ „Wolf"-ის პრიზი, ისრაელი; 1997 - საიმპერატორო პრემია, იაპონია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის .1