KOLGA TBILISI PHOTO 2015 - ხელოვნების მუზეუმი

02 მაისი 2015 – 13 მაისი 2015

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 2 მაისს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ KOLGA TBILISI PHOTO 2015-ის ფარგლებში გამოფენების გახსნაზე:

,,ურბანული ლაბირინთი - გალერეა კოპელმანი"

გამოფენა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის არტისტის მიერ შექმნილ თანამედროვე ფოტოგრაფიის, აუდიო კოლაჟების და მულტიმედია ინსტალაციების სელექციას.

ურბანული ცხოვრებისთვის დამახასიათებელია ხალხის თავშეყრა, სხვადასხვა ჯგუფის, წრის, სუბ და კონტრკულტურის ჩამოყალიბება. დიდი ქალაქების ანონიმურობა ხშირად განცალკევებას და მარტოობას უკავშირდება. კოსმოპოლიტური ცხოვრება არტისტებისთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. სხვადასხვა ფოტოგრაფის განსაკუთრებული ხედვა, თავისთავადი და ცოცხალი გარემოს ასახვა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ქალაქის მცხოვრებლები და მათი ცხოვრების ნირი.

გამოფენის კურატორი: ი.და ვ. კოპელმანი; კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი.

,,ბავშვები. მომავალი დღეს"

გამოფენა "ბავშვები. მომავალი დღეს" წარმოგიდგენთ 2012 და 2013 წლების კონკურსის, "UNICEF-ის წლის ფოტოს" გამარჯვებულ და ჟიურის საპატიო პრემიების მფლობელ ნამუშევრებს. გამოფენა 15 ქვეყნის 23 ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ 93 ფოტოს აერთიანებს. ჯილდო ეძღვნება როგორც მსოფლიოს ბავშვებს, ისე რეპორტაჟულ ფოტოგრაფიას.

კონკურსს საფუძველი 2000 წელს ჩაუყარა UNICEF-ის გერმანიის ეროვნულმა კომიტეტმა და მისი მხარდამჭერია ჟურნალი GEO Magazine, რომელსაც Gruner + Jahr GmbH & Co KG გამოსცემს. მას შემდეგ საუკეთესო ფოტოგრაფებმა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან და 70-ზე მეტი ქვეყანიდან მოიპოვეს "UNICEF-ის წლის ფოტოს" პრესტიჟული ჯილდო. მათ ნამუშევრებში ისევ და ისევ აისახება არა მხოლოდ მძიმე გარემოში, ომის თუ ბუნებრივი კატასტროფების პირობებში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების რთული მდგომარეობა, არამედ მათი მხიარულების, ცხოვრებით ტკბობის წუთები და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

UNICEF-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ რეგიონებში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ და ხელმოკლე ბავშვებზე, შორეულ სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ბიჭებზე თუ გეტოებში გამომწყვდეულ პატარებზე ზრუნვა.

საერთაშორისო კონკურსი "UNICEF-ის წლის ფოტო" ამ იდეას და UNICEF-ის მიზანს განამტკიცებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად.

გამოფენის კონცეფციის და პროექტის მენეჯერია ანგელა ბ.რუპრეჰტი, კოორდინატორი თეონა გოგიჩაიშვილი.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.