ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა

22 აპრილი 2015 – 05 მაისი 2015

ეროვნული გალერეა

2015 წლის 22 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 100-მდე ნამუშევარი, რომელთაც ჟანრული დიაპაზონის გარდა შესრულების მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული მანერა გამოარჩევს.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების  ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა.

მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  

გამოფენა 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.