ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები: XVIII-XX სს. ხალიჩა-ფარდაგები

02 მაისი 2006 – 02 ივნისი 2006

საქართველოს მუზეუმი

2006 წლის 2 მაისს 18.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გიწვევთ ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექციის გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე საშუალება გეძლევათ იხილოთ ქართული, ირანული აზერბაიჯანული, თურქმენული, ავღანური, სომხური და დაღესტნური ხალიჩა-ფარდაგები. მათ შორის უძველესია XVIII საუკუნის ბოლოთი დათარიღებული აზერბაიჯანული შადა (ფარდაგი).

როგორც ექსპონატი პირველი ხალიჩა 1866 წელს მუზეუმის დირექტორმა     გუსტავ რადემ (1831-1903 წწ.) აზერბაიჯანში შეიძინა.

ქსოვილები, რომლებიც ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი, ეთნოგრაფიული ფონდის არსებობის მანძილზე არ გამოფენილა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ხალიჩა-ფარდაგები მაღალმხატვრული ღირებულების გამო ხელოვნების ნიმუშებადაა მიჩნეული.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.