ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA

01 აპრილი 2015 – 27 აპრილი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 1 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ სამი თვითნასწავლი მხატვრის: კარაპეტ გრიგორიანცის, ვანო ხოჯაბეკოვის და ვაღარშაკ ელიბეკიანის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA".   

კარაპეტ გრიგორიანცი, ვანო ხოჯაბეკოვი და ვაღარშაკ ელიბეკიანი თვითნასწავლი მხატვრები არიან, რომლებიც საქართველოში მოღვაწე სომეხი მხატვრების ცალკეულ და ძალზედ საინტერესო ფენას წარმოადგენენ. გამომსახველობითი საშუალების განსხვავებულობის და განუმეორებელი ინდივიდუალური ხედვის მიუხედავად, თითოეული ავტორის შემოქმედება ნათლად წარმოადგენს XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის თვითმყოფადობის მკაფიო ილუსტრაციას. გამოფენა საინტერესოა როგორც კულტუროლოგიური ასევე ეთნოგრაფიული თვალსაზრისით.

ექსპონირებული იქნება ნამუშევრები შემდეგი მუზეუმების ფონდებიდან და კოლექციებიდან: საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ასევე კერძო კოლექციებიდან.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა იმდროინდელი ქალაქური ყოფისა და კულტურის ამსახველ ნივთებსა და ხელნაწერებს, რაც დიდად საინტერესო და მრავალფეროვან ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალას წარმოადგენს.  

გამოფენის გახსნაზე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

ექსპოზიცია გაგრძელდება 2015 წლის 27 აპრილამდე.

მისამართი:  .გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8.