ფიროსმანისა და პიკასოს გამოფენები

06 თებერვ. 2008 – 06 თებერვ. 2008

2008 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერელური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საფრანგეთის იონის მხარის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი, სენატორი ანრი დე რენკური საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში თანამშრობლობის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანახმად 2008 წელს საფრანგეთის ქ. ვეზელის ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ხოლო 2009 წელს სიღნაღის მუზეუმში პაბლო პიკასოს გრავიურებს ჩამოიტანენ.
საფრანგეთში გამოიფინება ნიკო ფიროსმანიშვილის 17 ნამუშევარი: დათვი მთვარიან ღამეში, ნატურმორტი, მზარეული, ლუდხანა "ზაქათალა", ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, კახეთის მატარებელი, აქტრისა მარგარიტა, ჟირაფი, შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის, ხილის გამყიდველი თათარი (ხილის დუქანი), აბრა „Распивочно и на выность", თეთრი ღორი გოჭებით, მეეზოვე, უშვილო მილიონერი და ღარიბი შვილებით, რუსეთ-იაპონიის ომი, მარანი ტყეში და ბოლნისის წმ. გიორგის დღეობა.