,,ზღაპარი, ემოცია და ადამიანი“

09 იანვარი 2015 – 20 იანვარი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 9 იანვარს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ნინო ზარდალიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ზღაპარი, ემოცია და ადამიანი".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფიული სერია სახელწოდებებით: ,,სიზმრები და ზღაპრები", ,,ფერები", ,,ჩრდილების გარეშე" და ,,სხეულის პლასტიკა". ოთხივე მათგანი ავტორის ინოვაციური მიდგომით შეიქმნა და კონცეპტუალურ და არაკონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერიერში, ექსტერიერსა და ფოტოატელიეში გადაღებული 26 ფოტონამუშევარი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ თანამედროვე მოდასა და კომერციულ სფეროში. თითოეული სერია განსხვავებული რეალობის ამსახველი, ტექნიკისა და შინაარსის მატარებელია.

პროექტის ავტორი მოღვაწეობს პრაღაში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა და ის, თუ როგორ აღიქვამს მის მხატვრულ ხედვას ქართული საზოგადოება.

ავტორმა გააფართოვა სხვადასხვა ტექნიკისა და კონცეფციის მხატვრული სივრცე, გააერთიანა თანამედროვე ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ტენდენციები.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 20 იანვრამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.